Saturday, October 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა დიფერენცირებულ სწავლებაზე დ მათი შესაძლებობების გათვალისწინებით პროექტის გეგმის შექმნაზე..მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი.ვისწავლე თუ როგორ უნდა მიაღწიონ სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა წარმატებებს,როგორ გამოვიყენოთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემი პროექტის უკეთესად განხორციელებაში.წარმოვადგინეთ პრეზენტაცია მოსწავლის თვალით დანახულ პროექტზე.გავაგრძელეთ მასწავლებლის პორტპოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა

Sunday, October 25, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ვისუბრეთ საავტორო უფლებებზე,ვისწავლეთ როგორ დავიცვათ ჩვენი და სხვისი საავტორო უფლებები,რომ არ დავზარალდეთ ჩვენც და ავტორებიც. გავიხსენეთ ინტერნეტი,როგორც საკომუნიკაციო საშუალება და იმფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი წყარო,ასევე როგორ გადმოვწეროთ და მოვარგოთ ჩვენს თემას შესაბამისი სურათი. მიივიღეთ დავალებები და ინსტრუქციები როგორ შევქმნათ საპრეზენტაციო მასალა.

Saturday, October 24, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების სქემაზე, შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები. ამოვარჩიეთ და გამოვიყენეთ მეთოდი "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" დავსვით შეკითხვები. ვიმუშავეთ საპრეზენტაციო მასალაზე (გავიხსენეთ Power Point-ის პროგრამა) ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.