Saturday, November 7, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღის ტრენინგზე დავიწყეთ დამუშავებული გეგმების პრეზენტაციის წარდგენით, მოვისმინეთ და მცირე დაზუსტებები შევიტანეთ ჩვენს ნამუშევრებში,მოვახდინეთ უკუკავშირი და აზრთა გაცვლა. საბოლოოდ შესწორებული გეგმები ავტვირთეთ და გავაზიარეთ გუგლ დრაივში და გამოვაქვენეთ ბლოგზე.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენენრს დაუღალავი შრომისთვის :)

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ მეშვიდე მოდული: "ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით" . მუშაობა დავიწყეთ დაწყვილდი-გაუზიარე რუბრიკის გამოყენებით, ერთმანეთს გავუზიარეთ და შევაფასეთ ერთმანეთის გეგმები პროექტის ჩეკლისტის გამოყენებით.ვისწავლე გაზიარება google drive-ში ლინკების დადება და შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Sunday, November 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

თელი დრო დაუთმეთ შფასების რუბრიკების ნიმუშების განხილვა-გაანალიზებას და შევქმენით: მოსწავლის პრეზენტაციის, თანამშრომლობის, თვითსეფასების და პროექტის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. შექმნილი რუბრიკებით ვიხელმძღვანელებ შემდგომში პროექტებზე მუშაობისას.

Saturday, October 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა დიფერენცირებულ სწავლებაზე დ მათი შესაძლებობების გათვალისწინებით პროექტის გეგმის შექმნაზე..მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი.ვისწავლე თუ როგორ უნდა მიაღწიონ სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა წარმატებებს,როგორ გამოვიყენოთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემი პროექტის უკეთესად განხორციელებაში.წარმოვადგინეთ პრეზენტაცია მოსწავლის თვალით დანახულ პროექტზე.გავაგრძელეთ მასწავლებლის პორტპოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა

Sunday, October 25, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ვისუბრეთ საავტორო უფლებებზე,ვისწავლეთ როგორ დავიცვათ ჩვენი და სხვისი საავტორო უფლებები,რომ არ დავზარალდეთ ჩვენც და ავტორებიც. გავიხსენეთ ინტერნეტი,როგორც საკომუნიკაციო საშუალება და იმფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი წყარო,ასევე როგორ გადმოვწეროთ და მოვარგოთ ჩვენს თემას შესაბამისი სურათი. მიივიღეთ დავალებები და ინსტრუქციები როგორ შევქმნათ საპრეზენტაციო მასალა.

Saturday, October 24, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების სქემაზე, შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები. ამოვარჩიეთ და გამოვიყენეთ მეთოდი "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" დავსვით შეკითხვები. ვიმუშავეთ საპრეზენტაციო მასალაზე (გავიხსენეთ Power Point-ის პროგრამა) ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.